ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საპატრიარქოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება ივანიშვილის ბრალია, რადგან ივანიშვილმა დაალპო ეკლესია, სახელმწიფო და დაალპო ყველაფერი.
"ივანიშვილის ხელში არც სახელმწიფო და არც ეკლესია არ გაიხარებს. ეს მონა უნდა ჩამოშორდეს იმიტომ რომ ყველგან სადაც მიდის ალპობს ყველაფერს. ივანიშვილმა დაალპო ეკლესია, დაალპო სახელმწიფო და დაალპო ყველაფერი. გადაკიდა ერთმანეთს, შუღლი, უბედურება - რაც ვაქხანალია თავში აქვთ ის ვაქხანალია ხდება ახლა ქვეყანაში," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ.
"პოლიტიკის ფორმულა" ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.