ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩეველს მიმართავს, რომ ახლა, მათი მოქმედების დროს და მათ ხელში გადადის გადაწყვეტილების მიღების სადავეები. ვიდეომიმართვას იგი ფეისბუქზე ავრცელებს.
"ახლა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს კვლავ ძიძგნონ, დაინაწილონ ქალაქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, - შევეგუებით ამ უთავბოლოდ გადათხრილ ქუჩებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, - ქალაქს დატოვებულს სავადმყოფოს გარეშე, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე თუ შემოვაბრუნებთ პორტს ქალაქისკენ, ხოლო ქალაქს ზღვისკენ, მივცემთ ფოთს ახლა სტრატეგიულ მნიშვნელობას, განვავითარებთ სანაპირო ზოლს მალთაყვიდან ანაკლიამდე, ტურიზმს, მრეწველობას და ვაქცევთ ფოთს ამ დიდი საშვილიშვილო პროექტის იდეის ცენტრად.
ეს ყველაფერი დღეს თქვენს ხელშია ამასთანავე, გრძელვადიანი დასაქმების პროექტების პარალელურად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქალაქის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები.
ამისთვის ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტიდან ფოთელი პენსიონერები 50 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო ფოთელი სკოლის მოწაფეები უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
მეგობრებო, ფოთთან ერთად საქართველოს სხვა ქალქებშიც უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი, თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს.
30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს. დიახ, სიცოცხლეს და არა მხოლოდ თავისუფლებას. ეს ადამიანი თქვენი პრეზიდენტია, სულერთია ის მოგწოთ თუ არა. აქ საუბარია უბრალოდ მთავარ სათნოებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე, რისთვისაც ვარსებობთ დედამიწაზე - მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას და ამით გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე!" - ამბობს გიგი უგულავა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართვება.