logo
ENG



უგულავა: ძალადობის შეჩერების ერთადერთი პრევენცია მოქალაქეების აქტიურობაა

31 ოქტ 202017:21
3 წუთის საკითხავი
clock 354

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი გიგი უგულავა მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც უგულავა აცხადებს, ხელისუფლება პირდაპირ ძალადობაზეა გადასული და ძალადობის ერთადერთი პრევენცია მოქალაქეების აქტიურობაა.

"მე მინდა მოგიწოდოთ აქტიურობისკენ, გარდამტეხი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება გადასულია პირდაპირ ძალადობაზე, ამ ძალადობის შეჩერების ერთადერთ პრევენცია არის აქტიურობა, აქტიურობა და კიდევ მეტი აქტიურობა მოქალაქეების.

როცა ბევრი ადამიანია, ვერცერთი ეს გაუგებარი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებამ გამოყარა და ქუჩებში არბევს მშვიდობიან ოპოზიციას ვეღარ გაბედავს.

მე მინახავს ძალიან ბევრი კუნთმაგარი, რომელიც ხალხის ტალღის წინაშე ძრწის და თრთის. გადადეთ ყველა საქმე ვერაფერი ამაზე დიდი ვერ იქნება გარდამტეხი ისტორიული მომენტია",-თქვა უგულავამ.


close დახურვა