"ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ, გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ლოგიკური იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშილი და ნიკა მელია ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებულიყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხდებოდა.
''ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და ელენე ხოშტარიასთან, შალვა შავგულიძესთან, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია",- აცხადებს უგულავა.
უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია მისი კონკურენტი არაა.
"მოვიყვანე ორი მაგალითი, რომელიც იქნებოდა ზუგდიდის შემთხვევაში ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მეც დავუდგებოდი გვერდით. ჩემი კონკურენტი არც „ნაციონალური მოძრაობაა“ და არც სხვა რომელიმე ოპოზიციაა. მეტსაც გეტყვის არც ის უბედური ჩიქოვანი", - განაცხდა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ზუგდიდში იყრის.