logo
ENG



უგულავა აცხადებს, რომ მომხრეა, დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის კანდიდატი ჯაფარიძე იყოს

10 აგვ 202010:35
3 წუთის საკითხავი
clock 1219
უგულავა აცხადებს, რომ მომხრეა, დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის კანდიდატი ჯაფარიძე იყოს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მომხრეა, დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყოს.

როგორც უგულავა Facebook-ზე წერს, ევროპული საქართველო მზადაა, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაცია გაიაროს.

"საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე. ევროპული საქართველო მზად ვართ, ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ", - წერს უგულავა.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.


close დახურვა