ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი პატრონყმობის პრინციპით შეირჩნენ და ბიძინა ივანიშვილს რეგიონებში მინი-ოლიგარქების ყოლა სურს.
უგულავას თქმით, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მაგიდაზე ადიოდა და სადღეგრძელოს ისე სვამდა.
„რაზე გააგდეს ზარდიაშვილი? ბოლო რვა წლის განმავლობაში გინდა დიდი სანაცეთიდან აიღეთ, გინდა დიდი საქოცეთიდან, ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა. დღეს ეს კაცი იმ 30-ს შორის ერთი იყო - ბექა ოდიშარია. ივანიშვილს ადგილზე სჭირდება ფულიანი მინი-ოლიგარქები, რომელთაც საგადასახადოთი, სუს-ით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებ. ამ პრინციპითაა ყველა შერჩეული. ერთადერთი უნდა დააჭირონ, რასაც ივანიშვილი უბრძანებს. ეს ბანდიტების კოჰორტაა“, - განაცხადა უგულავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა.
თბილისში კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.
ქვეყნის მასშტაბით წარდგენილი კანდიდატები იხილეთ ბმულზე.