logo
ENG



უგულავა ოცნების კანდიდატებზე: ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41

20 ივლ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 
bnhu2awdl3hgcfv.jpg

„მუნჯების, არაფრისმაქნისი, ფულს დახარბებული, პირადი პატრონ ყმობით შერჩეული მაჟორიტარების კოხორტა. მითხარით, მიკროფონთან თუ მისულა ენუქიძე, ბოლქვაძე, ოდიშარია, ხახუბია, ჭიჭინაძე. ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა საკუთარ Facebook გვერდზე ქართული ოცნების მიერ დასახელებულ მაჟორიტარების სიას.

უგულავამ Facebook პოსტში ასევე აღნიშნა, რომ ოცნებას კანდიდატები წინა ხელისუფლებიდანაც ჰყვს.

„რა სასაცილოა კობახიძე- ვინც წინა ხელისუფლებისგან ყავთ პორტირებული ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე- ასე ახასიათებს: გამოირჩევა რეგიონის კარგი ცოდნით.

პ.ს. მუნჯების, არაფრისმაქნისი, ფულს დახარბებული, პირადი პატრონ ყმობით შერჩეული მაჟორიტარების კოხორტა. მითხარით მიკროფონთან თუ მისულა ენუქიძე, ბოლქვაძე, ოდიშარია, ხახუბია, ჭიჭინაძე. ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41“,-წერს უგულავა Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა დღეს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სია ოფიციალურად წარადგინა.

თბილისში კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.

ქვეყნის მასშტაბით წარდგენილი კანდიდატები იხილეთ ბმულზე.

 


close დახურვა