logo
ENG



უგულავას კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს

01 სექ 202116:19
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოს გიგი უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - დაწერა უგულავამ.

გუშინ, 31 აგვისტოს უგულავამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. კერძოდ, ცნობა არ გასცა შსს-ს მომსახურების სააგენტომ.


close დახურვა