logo
ENG



უგულავას შეეფარდოს გირაო, ჩამოერთვას პასპორტი და პირადობა - პროკურორის პოზიცია

12 დეკ 201920:58
3 წუთის საკითხავი
 
qv1yfkp29465krn.jpg

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე. იმის გამო, რომ ბრალდებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, ოპოზიციონერის ინტერესებს ახლა მხოლოდ სახაზინო ადვოკატი იცავს. მანამდე კი საქმის მასალები უგულავას პირად ადვოკატს გადაეცა. მიუხედავად დაზიანებებისა, უგულავა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი არ არის, სამაგიეროდ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა მეორე მხარეს, გავაშელიშვილს. როგორც უგულავას ადვოკატი ამბობს, საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ვიდეომასალის სახით, დართული არ არის, რაც ცხადს გახდიდა ოპოზიციონერებზე აეროპორტში გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის მოძალადეების ბრალეულობას. 

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით პროკურორს აქვს კონკრეტული მოთხოვნები. მისი თქმით, სამართლიანი იქნება თუ ბრალდებულს მიენიჭება ფინანსური გირაო და ასევე ჩამოერთმევა პასპორტი. 

"პოზიცია არის ის, რომ ბრალდებულ გიორგი უგულავას შეეფარდოს გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღკვეთის ღონისძიების გათვალისწინებით. რეალურად სიტუაცია არის ასეთი, რომ თავად უგულავას განცხადებით მას არანაირი დაზიანება არ აქვს. მე ვსაუბრობ გამოკითხვის ოქმიდან, რაც საქმეშია. არ აქვს დაზიანება და არ განუცდია ფიზიკური ტკივილი, დანარჩენი კი თუ მედიას სხვაგვარ ინფორმაციას აწვდის, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ",- აცხადებს გიორგი ქობულაძე.


close დახურვა