logo
ENG



უდუმაშვილი: ხელისუფლება ცდილობს მთავარი გადაფაროს და მთავარი იაკობის განცხადებაა

06 ნოე 201920:55
3 წუთის საკითხავი
 
mb1mfsk6lbiwwdt.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერზე საუბრობს, გარდა მეუფე იაკოის განცხადებისა.

უდუმაშვილის თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მეუფის განცხადებებს გამოიძიებს.

„ხელისუფლება ცდილობს ამ მოვლენებში მთავარი გადაფაროს და ამ მოვლენებში მთავარი არის მეუფე იაკობი. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს, მათ შორის საპატრიარქოს შიგნით არსებულ ვითარებაზე, ოღონდ არა მეუფე იაკობის განცხადებაზე. თუ მეუფე იაკობის განცხადება სიმართლეს შეესაბამება და ამაზე ჩვენ არ უნდა ვმარჩიელობდეთ პროკურატურას უნდა ემსჯელა, ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის უდიდესი დარტყმა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ოპოზიცია, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიები კომისია. ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიების იმედი არ მაქვს და საქმეს ნათელი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა მოფინოს,“ - განაცხადა უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის თქმით, პრემიერი გიროგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიროგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ." იაკობის განცხადებაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.


close დახურვა