სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს დღეს პარლამენტში უსმენენ. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კამათი მოსამართლის მიერ წარსულში განხილულ საქმეებს მოჰყვა.
დეპუტატებმა, ვლადიმერ კაკაბაძეს შეკითხვები, მის მიერ განხილული „ფილიპ მორისის“ საქმეზე დაუსვეს.
ოპოზიციის წევრები კაკაბაძეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.
კანდიდატმა გასაუბრების პროცესის დაწყებისას აღნიშნა, რომ მოსამართლეობამდე შვიდი წლის განმავლობაში საადვოკატო პრაქტიკა გაიარა. მისივე თქმით, ევროპის სასამართლოში ორი საქმე წარმატებით აქვს დასრულებული. ვლადიმერ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში „გარედან უყურებდა“ სასამართლოს ადვოკატის პროფესიით და კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვთ ადვოკატებს ამ ინსტიტუტის მიმართ.
კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.