logo
ENG



უვადო მოსამართლე ნინო ქადაგიძე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

15 ოქტ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საბჭოში კენჭისყრა დღეს, 15 ოქტომბერს გაიმართა. 14 წევრიდან 13-მა მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. 

მანამდე, საქართველოს პარლამენტმა იგი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, შემდეგ კი თავმჯდომარედ დაამტკიცა.

იგი მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი მოჰყვა. ამ პროცესის შემდეგ დაიშალა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაც. 

2019 წლის 12 დეკემბერს იგი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.  

ნინო ქადაგიძისა და მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდ ღია საზოგადოება - - საქართველოს მიერ მომზადებულ მასალაში.


close დახურვა