logo
ENG



უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კვალიფიკაციით სახალხო დამცველი დაინტერესდა

08 ოქტ 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
0hsyntqdizex80o.jpg

მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაცია სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე დაკვირვებამ ომბუდსმენის აპარატს აჩვენა, რომ მოსამართლეთა 50-კაციანი სიიდან 5 კანდიდატს უმაღლესი იურიდიული განათლების სათანადო დადასტურების პრობლემა აქვს. მათგან სამი კანდიდატი - ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე - პარლამენტისთვის გაგზავნილ 20-კაციან სიაში მოხვდა.

 


close დახურვა