უზბეკური მედიის ინფორმაციით, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უზბეკური მედიის ცნობით, არველაძე იზოლაციაშია. ის ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ უხელმძღვანელებს.
ფორმულა ცდილობს შოთა არველაძესთან დაკავშირებას.
ფახთქორში ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა. არველაძის გუნდის 5 ფეხბურთელს კორონავირუსი 19 ივლისს დაუდასტურდა.