logo
ENG



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას საზოგადოების 49% ნეგატიურად აფასებს-NDI

16 იან 202011:06
3 წუთის საკითხავი
 
aol6cu9q43ghcm6.png

NDI ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან თემაზე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორ შეაფასებდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, გამოკითხულთა უმეტესობა მიმდინარე მოვლენებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებს. 

49% შერჩევის პროცესს ცუდად აფასებს, დადებითი შეფასება აღნიშნულს გამოკითხულთა მხოლოდ 17%-მა მისცა, 33%-მა კი არ იცის რა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას.  

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.


close დახურვა