logo
ENG



უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ შალვა თადუამძე აირჩიეს

16 დეკ 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
rrmgo29mnjfb4qk.jpg

„ქართული ოცნების“ მიერ უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამავე პალატაში მოსამართლეებად გამწესდნენ მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ამ პალატას მზია თოდუა უხელმძღვანელებს.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 14 მოსამართლე უვადოდ 12 დეკემბერს აირჩია.


close დახურვა