აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს.
როგორც მან და ეკონომიკური ფორმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას თქვა, მოლაპარაკებები ერთ საკითხამდეა დაყვანილი.
"თუ ორივე მხარეს სურს ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ამას მოვაგვარებთ, ვფიქრობთ, დიდ პროგრესს მივაღწიეთ"- თქვა უიტკოფმა.
უიტკოფმა ასევე დაადასტურა, რომ დღეს საღამოს მოსკოვში მიემგზავრება.
გუშინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვლისას უკრაინა-რუსეთის საკითხზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
მისი თქმით, ახლა უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, "სულელები იქნებიან".
