logo
ENG



უიტნი ჰიუსტონის შესახებ პირველ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

23 აპრ 202015:10
3 წუთის საკითხავი
 

უიტნი ჰიუსტონის შესახებ პირველ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. სურათი, რომლის სახელწოდებაც მომღერლის ერთ-ერთი ჰიტის "მინდა ვინმესთან ვიცეკვო" იდენტური იქნება, მთლიანად ვარსკვლავის ცხოვრებას მიეძღვნება.

ფილმში აღწერილი იქნება უიტნი ჰიუსტონის კარიერული წინსვლა და ნარკოდამოკიდებულების გამო სიცოცხლის ტრაგიკულად დასრულებაც. სურათის სცენარს "ბოჰემური რაფსოდიის" ავტორი დაწერს, რეჟისორი კი, სავარაუდოდ, კანადელი სტელა მეგი იქნება.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს ბევერლი ჰილსის სასტუმროს აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი. მომღერალი 48 წლის იყო.


close დახურვა