მოსამართლემ ლუკა კინწურაშვილი გაამტყუნა - ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც უფორმო პირებს უკანონო დაკავებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, პოლიციელები კი საპირისპიროდ, დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. საქმე იმდენად ცხადი იყო, რომ სასამართლომ ჯარიმა და პატიმრობა ვერ გამოიყენა, თუმცა მაინც გაამტყუნა და ახალგაზრდას შენიშვნა მისცა. ახლა ისმის შეკითხვა, რას მოიმოქმედებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მიმართ ნდობა დაკარგულია, რადგან მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციისა და სხვა სტრუქტურების ჩადენილ დანაშაულზე თვალს ხუჭავს.