უკრაინა, ევროკავშირი და NATO ბრიუსელში 21 თებერვალს პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება იქნება, NATO-ს წარმომადგენელი იქნება გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ხოლო ევროკავშირის - ჟოზეფ ბორელი.
როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ეს უკრაინას, ევროკავშირსა და NATO-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
"მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად", - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის Twitter-ზე.
გარდა ამისა, 20 თებერვალს კულებას შეხვედრა იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.