logo
ENG



უკრაინა, მიმდინარე კვირაში, EU-სგან, ფინანსური დახმარების სახით, 3 მილიარდს მიიღებს

16 იან 202320:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/16/sndl21rzw9lye2l.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა, მიმდინარე კვირაში, ევროკავშირისგან, ფინანსური დახმარების სახით, 3 მილიარდს მიიღებს. ინფორმაციას შმიგალი Twitter-ზე ავრცელებს.

"უკრაინამ და ევროკავშირმა ახლახან მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გაერთიანებისგან 18 მილიარდ ევროს მიიღებს. ამ კვირაში ველოდებით ტრანს 3 მილიარდი ევროს ოდენობით. დიდი მადლობა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ვალდის დომბროვსკისს. ეს ხელს შეუწყობს მომავალში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას", - წერს უკრაინის პრემიერი.


close დახურვა