logo
ENG



უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა

21 მარ 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/nq6gemn8c2xesl1.png
REUTERS

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა და მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას თქმით, ოფიციალური დელეგაციების შეხვედრა საათ-ნახევრის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა. მან მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.

"შეხვედრა ონლაინ უკვე შედგა. 10:30-დან 12:00 საათამდე იყო ოფიციალური შეხვედრა, შემდეგ გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების მუშაობა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ", - ამბობს არახამია.


close დახურვა