logo
ENG



უკრაინა: 5 ივნისს უკრაინის ჯარმა ქვეყნის აღმოსავლეთში 43 ოკუპანტი მოკლა

06 ივნ 202200:52
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: 5 ივნისს უკრაინის ჯარმა ქვეყნის აღმოსავლეთში 43 ოკუპანტი მოკლა

უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი "აღმოსავლეთი" აცხადებს, რომ უკრაინის ჯარმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 43 ოკუპანტი მოკლა.

გარდა ამისა, მათი ცნობით, უკრაინელებმა ერთი ვერტმფრენი და 2 საარტილერიო ტრაქტორიც გაანადგურეს.

„უკრაინის მცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას Схід-ის ["აღმოსავლეთი"] ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის ტერიტორიაზე. დღეს, 5 ივნისს ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს: 43 ჯარისკაცი, ერთი ვერტმფრენი, ორი ATT“ - წერია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში 24 თებერვლიდან 5 ივნისის ჩათვლით უკრაინაში 31 150-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. განადგურდა 1 381 ტანკი, 3 392 ჯავშანტრანსპორტი და 686 საარტილერიო სისტემა.


close დახურვა