logo
ENG



უკრაინა: აგრესორის 5 თვითმრინავი და შვეულმფრენი ჩამოვაგდეთ

24 თებ 202210:12
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, აგრესორი ქვეყნის ხუთი თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

"გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს აძლევენ რუსეთის ფედერაციის ძალებს. სამხედრო ქვედანაყოფები თავის პოზიციებზე არიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებას. 

შტაბის ინფორმაციით, რუსეთი თავს ესხმის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და აეროდრომებს.

"დღეს, 24 საათზე, 5:00 საათზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთით ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსტიური დაბომბვა დაიწყეს, ამასთან, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ბორისპოლის, ოზერნის, კულბანკინოს, ჩუგაევის, კრამატორსკის, ჩერნობაევიკის აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტების მიმართ. ამავე დროს, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების დაბომბვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლის საჰაერო თავდასხმა. სახელმწიფო თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, დაიკავეს და იკავებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ინფორმაცია ოდესაში რუსული ჯარების გადმოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!" - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა