ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, ვალერი შერშენის განცხადებით, უკრაინელი დამცველები ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.
"ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალები მტერს ანადგურებენ და წინსვლას აგრძელებენ. ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დავწინაურდით.
მტერი წინააღმდეგობას გვიწევს, მაგრამ ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ ზეწოლას ფრონტის გარკვეულ უბნებზე და საოკუპაციო ჯარების საბრძოლო პოტენციალს ვანადგურებთ", - ამბობს შერშენი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის სულ მცირე 4 მონაკვეთზე დაწინაურდნენ.