logo
ENG



უკრაინა: ერთ დღეში რუსეთმა 7 სარაკეტო და 32 საჰაერო შეტევა განახორციელა

09 ნოე 202209:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/m3gtjw3ecmz64x3.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა 7 სარაკეტო და 32 საჰაერო იერიში განახორციელა. ამავე დროს, ასევე განხორციელდა 70-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთი დონეცკის ოლქს სამი მიმართულებით უტევს: ბახმუტი, ავდეევსკი და ნოვოპავლოვსკი.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არაფერს ამბობს რუსეთის არმიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ სნიგირევკას მიდამოში არსებულ ვითარებაზე, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ბრძოლებს აწარმოებენ.


close დახურვა