logo
ENG



უკრაინა: თითქმის 10 ათასმა რუსმა სამხედრომ ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება ითხოვა

03 მარ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/bwybwxuuh5i80jl.jpg

სამხედრო ტყვეთა მიმართვის უკრაინული საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, რომ რუსი ჯარისკაცებისგან 9 836 მიმართვა მიიღო. ისინი ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებას ითხოვენ.

საერთო ჯამში, როგორც შტაბში ამბობენ, ექვსი თვის განმავლობაში, მათ საიტს, სახელწოდებით "მე მინდა ვიცოცხლო", დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ეწვია - მიუხედავად იმისა, რომ როსკომნადზორი მას ბლოკავს.
შტაბში დასძინეს, რომ სამხედროების გარდა, მათ სამხედროების ახლობლები და მეგობრები უკავშირდებიან.

რუსეთს ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი არის უკრაინის ტყვეობაში.

ალიონა ვერბიცკაიამ, უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა სამხედრო პერსონალის უფლებების უზრუნველსაყოფად, განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის 3400 უკრაინის მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა, 15000-მდე კი დაკარგულია.

გამოცემა Unian-ი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ელენა ვისოცკაიაზე დაყრდნობით, წერს, რომ ერთი რუსი პატიმრის შენარჩუნება უკრაინას 10 000 გრივნა უჯდება [ეს 20 000 რუბლზე ცოტა მეტია].


close დახურვა