logo
ENG



უკრაინა: ოკუპანტებმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაიწყეს

07 ნოე 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/4hn2sa56n5nmbr8.png

დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაიწყეს.

ანდრიუშენკო ამბობს, რომ ბეტონის "პირამიდებს" ოკუპანტები საავტომობილო გზის ნაწილში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის ამონტაჟებენ. 

"ოკუპანტებმა ბეტონის წარმოების ორი მინი ქარხანა, რომლებიც მარუიპოლში იყო დამონტაჟებული, ფრონტზე მუშაობს. იწარმოება ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის "პირამიდები", რომლებიც ნაწილობრივ ტრანსპორტირდება ზაპოროჟიეში/ხერსონში.
მათ ნაწილობრივად ამონტაჟებენ საავტომობილო გზის მიდამოში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის.  ასევე, ოკუპანტები მნიშვნელოვნად აძლიერებენ მიმართულებას ჩრდილოეთიდან დასახლებულ პუნქტ ძველი ყირიმისკენ.
მიუხედავად ყველა განცხადებისა, რომ "რუსეთი სამუდამოდ აქ არის", სინამდვილეში რუსებს ასეთი ოპტიმიზმი არ აქვთ."- წერს პეტრ ანდრიუშენკო.

 


close დახურვა