უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსები თავდაცვაზე არიან ორიენტირებული და ამასთან, თავდასხმების ინტენსივობას ზრდიან.
"რუსი ოკუპანტები სამხრეთით თავდაცვაზე არიან ორიენტირებული, თავიანთი პოზიციების აღდგენას ცდილობენ და თვალყურს ადევნებენ, თუ რას უმზადებს მათ უკრაინის თავდაცვის ძალები.
დნეპრის დროებით ოკუპირებული ნაპირიდან რუსული ძალები საარტილერიო თავდასხმების ინტენსივობას ზრდიან. ასეთი თავდასხმების რიცხვი დღეში უკვე 70-ს აღწევს", - ამბობს უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 236 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.