logo
ENG



უკრაინა: რუსეთის თავდასხმები უკრაინის 3 რეგიონში წარუმატებელი აღმოჩნდა

22 ივლ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/nlocspomn9we978.jpg

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რუსეთის თავდასხმები ხარკივის, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსული ძალები მძიმე არტილერიისა და რაკეტების გამოყენებით რეგიონებში წინსვლას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევის მოგერიება შეძლეს.

"ხარკივში მტერი ველიკი პროჰოდი-პიტომნიკის მიმართულებით წინსვლას წარუმატებლად ცდილობდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ლისიჩანსკის ქარხნის, ივანო-დარიივკას მიმართულებით შეტევის მოგერიება შეძლეს. მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია," - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა