უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ყოველი სარაკეტო დარტყმით, კრემლი იმედოვნებს, რომ უკრაინას სრულ სიბნელეში ჩააგდებს.
მალიარის თქმით, რუსეთი მიმართავს მასიურ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან იმედოვნებს, რომ ამ გზით ომის მიმდინარეობას თავის სასარგებლოდ შეცვლის.
"ყოველი შემდეგი სარაკეტო დარტყმით კრემლი იმედოვნებს, რომ სრულ სიბნელეში ჩაგვაგდებს. ყოველი შემდეგი სარაკეტო დარტყმით ტერორისტულ ქვეყანას იმედი აქვს, რომ უკრაინელებს გატეხს და ჩვენ ერს აქცევს სისტემის იმავე მონებად, როგორიც რუსები არიან", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის ცნობით, კიევის სამ რაიონში აფეთქებები მოხდა. კიევში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო წყალმომარაგება შეფერხებულია.