logo
ENG



უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი, ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს

11 მარ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი, ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს
Сухопутні війська ЗС України

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალები ფეისბუქზე იტყობინება.

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (VVO) 29-ე არმიის მეთაური გახდა. მანამდე ის მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, 8 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, იური აგარკოვი მოკლეს. ის მოტორიზებული შაშხანის პოლკს მეთაურობდა, რომელიც განლაგებულია ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში.

ამავე გამოცემის ცნობით, უკრაინელებმა, ასევე გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 61-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, ლეიტენანტი პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-11 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე დენის გლებოვი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო არმიის ოფიცრის ვიაჩესლავ მაკლაგინის ლიკვიდაციის შესახებ. ტერორისტი სირიაში რუსების "ოპერაციებში" მონაწილეობდა.

UNIAN, ასევე იუწყება, რომ დღეს გავრცელებული ინფრმაციით, მოკლულია რუსეთის საოკუპაციო არმიის ოფიცერი ვიაჩესლავ მაკლაგინი. მათივე ცნობით, იგი სირიაში რუსების "ოპერაციებში" მონაწილეობდა.


close დახურვა