ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, ვალერი შერშენის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ.
"მელიტოპოლის მიმართულებით ვითარება უცვლელია, მაგრამ ბერდიანსკის მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, ფრონტის ხაზის გასწვრივ ერთ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ.
ბერდიანსკის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ძალები ავდიივკასა და მარინკას მახლობლად აქტიურად მოქმედებენ. ამ მიმართულებით ოკუპანტებმა ერთ დღეში 22 შეტევა განახორციელეს, მარინკას მხარეს კი 15", - ამბობს ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენელი.
ამასთან, გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლის მიმართულებით 1700 მეტრით დაწინაურდნენ.