მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა ოლეგ ნემჩინოვმა "ტელემარათონის" ეთერში განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი სპორტსმენები რუსებთან და ბელარუსებთან ერთად შეჯიბრებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
წინადადება ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუცეიტმა წარადგინა. მიღებული გადაწყვეტილება ყველა კონკურსზე ვრცელდება. მათ შორის მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებსა და უშუალოდ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.
ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა მთავრობის ვებგვერდზე. ასევე უცნობია, როგორ იმუშავებს ის რეალურად.
"მთავრობის სხდომაზე გუტცეიტის წინადადებით მიიღეს საპროტოკოლო გადაწყვეტილება, რომ 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ შეჯიბრებებში მონაწილეობა მივიღოთ მხოლოდ იქ, სადაც რუსები არ არიან." - თქვა ნემჩინოვმა.
უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მათ რუსებს და ბელარუსებს ოლიმპიური თამაშების შესარჩევში მონაწილეობის უფლება მისცეს. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღებენ მონაწილეობას და ეკრძალებათ გუნდურ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
"რა უნდა გააკეთონ თავად სპორტსმენებმა? იცით, არავის ვუსურვებ... გუშინ ვიყავი ჩემი კარგი მეგობრის მორიგ დაკრძალვაზე, რომელმაც მძლეოსნობას 20 წელზე მეტი დაუთმო და ხარკივის მიმართულებით გარდაიცვალა. მან დატოვა სამი შვილი, ნებაყოფლობით წავიდა ომში. და ასე ვთქვათ, სამზარეულოში არ მსახურობდა, ანუ საბრძოლო ნაწილებში იყო.
ასე რომ, მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე სპორტსმენებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ამ გადაწყვეტილებით და რომ მათი კარიერა განადგურდება, სამაგიეროდ, თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე გადარჩება."- განაცხადა ნემჩინოვმა.