ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ხერსონის ოლქში ელექტრომომარაგება მომხმარებელთა თითქმის 90%-სთვის აღდგენილია.
"ხერსონში, რუსული დაბომბვის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია - ქალაქის და მიმდებარე დასახლებების მომხმარებელთა თითქმის 90%-სთვის", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
10 დეკემბერს, რუსული დაბომბვის შედეგად, ხერსონში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქის ცენტრი, შუმენის რაიონი და სოფელი სტეპანოვკა. ელექტროენერგია 2549 აბონენტს გაეთიშა.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.