logo
ENG



უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს, რომლის მოცულობაც 200 მილიონი დოლარია

14 აგვ 202320:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/lrsqr94ycchrwrn.png

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, რომლის მოცულობაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

სამხედრო დახმარების პაკეტში შევა: საჰაერო თავდაცვის სისტემა, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

დახმარების პაკეტის შემადგენლობაში ასევე არის: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS-სთვის, TOW ტიპის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა - Javelin-ები, 37 ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება, 12 მილიონ ტყვიაზე მეტი, განაღმვის სისტემა და სხვა.


close დახურვა