logo
ENG



უკრაინა აცხადებს, რომ კადიროვმა და მისმა ორმა ხელქვეითმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს

26 აგვ 202216:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/uuza2jjoxqzlioo.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. როგორც უწყებაში ამბობენ, მათ ამის მყარი მტკიცებულებები მოიპოვეს.

მსგავს ბრალდებას უკრაინა კადიროვის ორ ხელქვეითსაც უყენებს - ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის ჯარების უფროსის მოადგილეს დანიილ მარტინოვსა და მოტორიზებული ბატალიონის "სამხრეთი" 249 ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს ჰუსეინ მეჟიდოვს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ვარაუდობენ, რომ კადიროვი აგრესიული ომის მომზადებასა და გაჩაღებაში უშუალოდ იყო ჩართული.

უწყების ინფორმაციით, 5 მარტს მარტინოვი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოროდიანკაში ფსიქონევროლოგიური ინტერნატის აღებას, რა დროსაც მძევლად 500-ზე მეტი პაციენტი და თანამშრომელი აიყვანეს. მეჟიდოვი კი თებერვალ-მარტში გოსტომელში 200 მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანას ხელმძღვანელობდა.


close დახურვა