უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა.
ნატალია ჰუმენიუკმა, სამხრეთით უკრაინელი სამხედროების სპიკერმა, თქვა, რომ დასახლებები ვისოკოპილია, ნოვოვოზნესენკე, ბილოჰირკა, მიროლიუბივკა და სუხი სტავოკი "სრულიად განთავისუფლდნენ ოკუპანტებისგან და უკრაინის დროშის ქვეშ არიან".
ჰუმენიუკმა ასევე თქვა, რომ "ტერიტორია გაწმენდილია" რუსული ნაღმებისგან, მაგრამ დამატებითი ზომების მიღება ისევ გრძელდება.
"ამ ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება, მაგრამ მოსახლეობა უკრაინის იურისდიქციაშია."- ნატალია ჰუმენიუკი.