logo
ENG



უკრაინა ბახმუტიდან ვაგნერის შესაძლო გაყვანაზე: მებრძოლები ამოეწურათ, არა საბრძოლო მასალა

05 მაი 202313:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/05/14ztk03uow6pd4s.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალები ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას გამოეხმაურა. უკრაინის სამხედრო სარდლობა თვლის, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები.

უკრაინის თქმით, პრიგოჟინი იძულებულია უკან დახევა რაიმე გზით გაამართლოს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს.

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას, გრძელდება მძიმე ბრძოლები.

ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას.

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა. 

კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა