უკრაინა და რუსეთი 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ
დერეფნები დღეს, 19 მარტს იმუშავებს.
უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშუკის თქმით:
- დერეფანი გახსნილია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართილებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მარშრუტით თითქმის ხუთი ათასი ადამიანი გამოიყვანეს.
- გარდა ამისა, დონეცკის ოლქიში, მოქალაქეებს შეუძლიათ შეეძლებათ გამგზავრება ბერდიანსკიდან და მანგუშიდან.
- კიევის ოლქში ევაკუაცია მოხდება ბევრიცადან, ბოგდანოვკადან, ბოროდიანკადან და ბუჩიდან.
- ლუგანსკის ოლქში მოქალაქეებს გასვლა შეეძლებათ ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, რუბიჟნედან და პოპასნადან.
- ხერსონის ოლქში ჩაიტანენ ჰუმანიტარულ დახმარებას.