უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დაპატიჟეს. ბრიუსელში 15-16 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი დაესწრება.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს, ფინეთის, შვედეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები და 15 ივნისის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. შეხვედრის უფრო ვრცელი პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იმავე დღეს ნატოს შტაბ ბინაში შედგება უკრაინის თავდაცვის შესახებ კონტაქტური ჯგუფის შეხვედრა.