უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან ორჯერ უფრო მეტ Challenger 2-ის ტანკებს მიიღებს. ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს.
როგორც პრისტაიკომ რადიო თავისუფლების ადგილობრივ ბიუროსთან საუბარში აღნიშნა, ოფიციალური ლონდონი უკრაინას თავიდან 14 ტანკს ჰპირდებოდა, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, გადაწყდა, რომ Challenger 2-ის ტანკების რაოდენობა ორჯერ გაიზრდება.
მანამდე პრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა. უკრაინელი სამხედროები შესაბამის გადამზადებას ბრიტანეთში იანვრის ბოლოდან გადიოდნენ.