logo
ENG



უკრაინა მოთხოვნას მოთხოვნითვე პასუხობს

12 მარ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

კიევმა საქართველოს ხელისუფლებას უპასუხა - დავით არახამიამ პროკრემლისტური უწოდა ოცნების მთავრობას და კიდევ ერთხელ მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხის გადაწყვეტა მიაჩნია უკრაინის ხელისუფლებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების საშუალებად. უკრაინის ხელისუფლების გამოხმაურება ქართული ოცნების ბოლო დღეების თავდასხმას მოჰყვა, საბაბად ოცნებამ ზურაბ ადეიშვილის თემა გამოიყენა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი უკრაინის იმ დელეგაციაში იმყოფებოდა, რომელიც გერმანიას სტუმრობდა. ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში ეხმარება კიევს.

 


close დახურვა