logo
ENG



უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე თანახმაა, მაგრამ არა ბელარუსში

27 თებ 202211:21
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა - ბელარუსში. 

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა მზად იქნებოდა მინსკში მოლაპარაკებებზე იმ შემთხვევაში, თუ "ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედებები არ იქნებოდა".

"როდესაც თქვენ იყავით ნეიტრალურები, ჩვენ დავილაპარაკეთ მინსკში, შევხვდით ბევრჯერ, ძალიან გულწრფელად და ზუსტადაც მეზობლურად", - ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა მოლაპარაკებები სხვა ქალაქში გაიმართოს.

"სხვა ქალაქებს შეუძლია შეხვედრას უმასპინძლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედერა და ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ რუსულ მხარეს ყველა შევთავაზეთ და ნებისმიერი სხვა ქალაქიც ჩვენთვის მისაღებია. ისეთ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც ჭურვები არ დაფრინავს. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მოლაპარაკება და გულწფელად რომ გითხრათ, ომის ნამდვილად დასრულდება", - თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ისე ჩავიდა მინსკში, არ დაელოდა უკრაინის ოფიციალურ პოზიციას, სურს თუ არა ბელარუსში მოლაპარაკება. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია მინსკში უკრაინის დელეგაციასთან მოასალაპარაკებლად ჩავიდა.

პესკოვის თქმით,  დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


close დახურვა