logo
ENG



უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

17 ივნ 202217:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/apbpf11r7jgi0qb.jpg

პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხის წინააღმდეგ, მე შევთავაზე მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვას ეხება", - თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მინისტრთან კაბინეტმა მხარი დაუჭირა.

რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგაც გრძელდებოდა. რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, რომ 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე დარჩენილიყვნენ.


close დახურვა