logo
ENG



უკრაინა რუსეთს მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს სთავაზობს

24 აპრ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა რუსეთს მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი რუსეთს მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს სთავაზობს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა რეპუტაციის მცირე ნაწილი მაინც შეინარჩუნოს, მოლაპარაკების გარდა მარიუპოლში სააღდგომო ზავი უნდა გამოცხადდეს და საევაკუაციო დერეფნები მოეწყოს.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად რუსი სამხედროები აზოვსტალს კვლავ ბომბავენ.

„რუსეთის ფედერაციამ უნდა იფიქროს მისი რეპუტაციის ნარჩენებზე. ამისთვის კი „მარიუპოლის 3 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო“ :

1.მარიუპოლში ნამდვილი სააღდგომო ზავის გამოცხადება

2.მოქალაქეებისთვის დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული დერეფანი

3.„მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზე“ თანხმობა, რათა გავცვალოთ ჩვენი სამხედროები“, - აცხადებს პოდოლიაკი.


close დახურვა