უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახური Укравтодор აცხადებს, რომ მტრისთვის გზის ასარევად ქვეყნის გზებზე ადგილთა დასახელების ნიშნებს ხსნიან.
სამსახურის ცნობით საგზაო ნიშნების მოხსნის მთავარი მიზანია, მტერს „პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვედრაში დაეხმარონ“
„ჩვენ ვხსნით საგზაო ნიშნებს ქვეყნის ყველა გზაზე. N1 პრიორიტეტია - ნიშნები, დასახლებათა სახელები. ჩვენ შეგროვებულ ნიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გზებზე მომუშავეებს გადავცემთ.
მტერს საშინელი კავშირები აქვს, მათ უჭირთ ორიენტირება. მოდით დავეხმაროთ მათ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ.
Укравтодор ყველა საგზაო ორგანიზაციას, ტერიტორიულ საზოგადოებებსა და ადგილობრივი ხელისუფლებებს რომ დაუყოვნებლიც დაიწყონ ახლომდებარე საგზაო ნიშნების ჩამოხსნა.“ - წერია Укравтодор-ის ოფიციალურ განცხადებაში.
Укравтодор ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საგზაო ნიშნების ფოტომონტაჟსაც ავრცელებს.