უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამასთან, დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა გუშინ განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევისას 110-მდე რაკეტა გამოიყენეს.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთის შეტევაზე ერთადერთი კოლექტიური პასუხი გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა იყოს.