logo
ENG



უკრაინამ EU-სგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

23 ოქტ 202314:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/4qs2v9va2bqt7ns.jpg

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

"უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო. ამჟამად, ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ გრძელვადიან პროგრამაზე, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა", - ამბობს შმიჰალი.

ამასთან, უკრაინის პრემიერმა ევოპელ პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალშიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.


close დახურვა