უკრაინის საჰაერო ძალებმა S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები მიიღო. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა წერს, სისტემები "პარტნიორი ქვეყნებისგან" "იუგის" საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა მიიღეს.
"S-300 ეფექტურად ასრულებს თავის სამუშაოს რუსი ოკუპანტების ობიექტების დიდი ნაწილის წინააღმდეგ და შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კმ-მდე. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმაღლეზე დაფრინავს სამიზნე - 10 მეტრი თუ 27 კმ. აღნიშნული კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებებს", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
აპრილის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას S-300-ის სისტემებს გადასცემს.